მამუკა ხაზარაძე: დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ “ნაცმოძრაობის” მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილი მომავალ მთავრობაში

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საჭიროა, უკვე დღეს, ოპოზიციურმა ძალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ძალოვანი სტრუქტურების მინისტრები “ნაციონალური მოძრაობიდან” არ უნდა იყვნენ დასახელებულები და ამაზე შეთანხმება დღესვე საჭიროა.

“უკვე დღეს საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე.
დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში, ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალები სამოქალაქო საზოგადოებიდან,
თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, მაშინ არსებული ოცნების ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა დაადგება სწრაფი რეფორმების და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას” – წერს მამუკა ხაზარაძე.

კომენტარები
იტვირთება...