მამუკა ხაზარაძე: დღეს ქართულ ეკონომიკას ჩვენი ემიგრანტები ასაზრდოებენ

„დღეს ქართულ ეკონომიკას ჩვენი ემიგრანტები ასაზრდოებენ. ეს იმაზე მეტი თანხაა, ვიდრე გარედან შემოსული ინვესტიციები“, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში, საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვართ პროფესიონალები, რომლებიც ჩვენს საქმიანობას წარმატებით ვუძღვებოდით და ვიხდიდით გადასახადებს.

დღეს აქ შეგვკრიბა სხვა რეალობამ. საქართველო დღეს ძალიან საჭიროებს იმ ადამიანების ერთობას, რომლებმაც შექმნეს წარმატების ისტორიები. რატომ ვართ 30 წელი მოჯადოებულ წრეში? საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, კარგავს ინვესტიციებს და რაც მთავარია, კარგავს ხალხს, ხალხი გადის საქართველოდან.

მე არ მესმის დღეს წარმატებული ადამიანები რატომ არიან იმ აზრით შეპყრობილი, რომ უნდა წავიდნენ? რატომ აღარ გვაქვს იმის გრძნობა, რომ ამას ერთად გავარღვევთ? დღეს ქართულ ეკონომიკას ჩვენი ემიგრანტები ასაზრდოებენ. ეს იმაზე მეტი თანხაა, ვიდრე გარედან შემოსული ინვესტიციები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...