მამუკა ხაზარაძე: დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე, ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუხა ხაზარაძის განცხადებით, არჩევნებამდე არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან ის თანამშრომლობას არ აპირებს.

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ანაკლიაში, მოძრაობის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ორგანიზაციას გადაწყვეტილი აქვს 2020 წლის არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კი, ქვეყნის საკეთილდღეოდ იმოქმედებს.

„ჩვენ ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020-ში არჩევნების მოგებისთვის, ამას ვაცხადებთ მთელი სერიოზულობით. იმიტომ, რომ ამ მოძრაობაში, ამ პარტიაში გაერთიანებული იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული თავიანთ სფეროებში, სხვადასხვა დისციპლინებში და ინდუსტრიებში. არავისთან არ ვითანამშრომლებთ. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე. ნურანაირი ჭორებს ნუ აყვებით. ჩვენ ღია ვართ მედიისთვის. ყველასთან ვისაუბრებთ, მთელ სპექტრს გავესაუბრებით, მაგრამ დამოუკიდებლად, ახალი ძალებით მივალთ არჩევნებზე. არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე. როცა მოვხვდებით პარლამენტში გამარჯვებულები, იქ გადავწყვეტთ ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის რა იქნება მნიშვნელოვანი. ეს იქნება ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...