მამუკა ხაზარაძე: ჩვენი დღის წესრიგი „მიშა ჩამოდი“ არ არის

პარტია “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის აქციების მთავარი ფოკუსი გაყალბებული არჩევნებია და “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხი არ უნდა დააყენოს.

“ჩვენ ამით ვართ გამორჩეულები, პარტიის შექმნა გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ სიყალბე დაგვემარცხებინა, დაგვემარცხებინა ორპოლუსიანობა, რომელიც ტანჯავს ამ ქვეყანას და ჩვენი კონკრეტული გეგმა შეგვეთავაზებინა ჩიხიდან გამოსვლის.

ფოკუსი ამ აქციების, არ არის ვიღაცის ჩამოსვლა და არჩამოსვლაზე საუბარი. ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობასთნ” გვქონდა კომუნიკაცია და ვუთხარით, რომ ეს საკითხი შეუძლიათ განიხილონ როცა მათი აქცია ცალკე. როცა 9 პარტია და როცა ერთი თემა არის განსახილველი, სიყალბე და არჩევნების გაპროტესტება, იქ ორგანიზებულად სხვა თმის შემოტანა აქციას აკარგვინებს ფოკუსს. ჩემმა თანაგუნდელებმა მიიღეს ეს გადადაწყვეტილება. იყო შეხვედრაც ჩვენ ოფისში, ბათუმში. ამ თემაზე ისაუბრეს და შეთანხმდენენ, რომ მომავალში მსგავს რაღასაც არ ექნება ადგილი, ჩვენი დღის წესრიგი “მიშა ჩამოდი” არ არის. ჩვენი დღის წესრგია ორი თემა- ახალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცესკოს დაკომპლექტება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად