მამუკა ხაზარაძე: ჩვენ უნდა ვიყოთ ბედნიერების და გამარჯვების ქვეყანა!

“ავაშენოთ ხიდები ჩვენს გულებში. მივიტევოთ ერთმანეთს, ჩავეხუტოთ ერთმანეთს, მოვუთმინოთ”-ამის შესახებ, თიბისი ბანკის და საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

“ჩვენ დავაფუძნეთ მოძრაობა “ლელო”, იმიტომ რომ საქართველომ უნდა თქვას უარი დამარცხებაზე, სპორტში, ფეხბურთში. დამარცხებაზე სხვადასხვა სფეროში. უნდა დავძლიოთ ეს ყველაფერი. ჩვენ ეს შეგვიძლია. იცით რატომ? ამხელა ინტელექტუალური ძალა, ამდენი პროფესიონალი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომელიც ემიგრაციაშია არცერთ ქვეყანას არ ჰყავს. მაშინ რა გვჭირს? გადავდოთ, გავხდეთ ზეპარტიულები, ერთმანეთის გვერდში მდგომი. ერთმა ყველაზე მთავარმა იდეამ უნდა გაგვაერთიანოს. ჩვენ უნდა ვიყოთ გამარჯვებული ქვეყანა. ბედნიერების ქვეყანა, ამის შანსი გვაქვს ჩვენ. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ 1 წელი. ჩვენ უნდა დავდოთ ლელო, უნდა გავიტანოთ და გამარჯვებული ქვეყანა უნდა გავხდეთ. ავაშენოთ ხიდები ჩვენს გულებში. მივიტევოთ ერთმანეთს, ჩავეხუტოთ ერთმანეთს, მოვუთმინოთ. ამოვიღოთ ღვარძლი. გაჭირვებულს გვერდში დავუდგეთ. ჩემი პირველი გამოსვლაა და თქვენს გვერდით მიგულეთ”,” – განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია, 94 დღეს კვლავ განახლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად