მამუკა ხაზარაძე: ჩავატარეთ შიდა კვლევა და ჩვენი რეიტინგი ორნიშნა რიცხვია

ჩვენ ჩავატარეთ შიდა კვლევა. საკმაოდ სერიოზულმა ორგანიზაციამ ჩაგვიტარა ეს ყველაფერი და ორნიშნა რიცხვზე ვართ, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

ხაზარაძე პირობას დებს, რომ კიდევ უფრო სერიოზულ შედეგს დადებს მისი პარტია 31 ოქტომბრის არჩევნებზე.

“მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ სერიოზული შედეგები გვაქვს. ჩვენ ჩავატარეთ შიდა კვლევა. საკმაოდ სერიოზულმა ორგანიზაციამ ჩაგვიტარა ეს ყველაფერი და ორნიშნა რიცხვზე ვართ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ თუმცა სულ სხვა რამეზე მეტყველებს ის რეიტინგები, რომელიც გასაჯაროვდა, – მამუკა ხაზარაძე ასე პასუხობს:

“იმიტომ, რომ ის რეიტინგები ჩატარდა 2 თვის წინ. ჩვენ გაცილებით სერიოზულ რიცხვზე ავალთ. პირობას გაძლევთ და სერიოზულ შედეგს დავდებთ. ამას გვაჩვენებს ოქტომბრის ბოლო. ჩვენი გუნდის ამოცანაა, როგორც შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება რადიკალურად და არა უბრალოდ ვიხმაუროთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად