მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

“ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. 

როგორც მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  მთავრობას არ აქვს შესაბამისი ხედვა იმაზე თუ როგორ გამოიყვანოს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან, ამიტომ მან მმართველ გუნდს კვლავ წარუდგინა გეგმა, რომელიც ქვეყანას მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარება.

“ლელომ” ხელისუფლებას შესთავაზა რამდენიმე ფორმულა, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, ქვეყანა იმ მდგომარეობაში არ იქნებოდა, რა მდგომარეობაშიც არის. ეს იყო, პირველ რიგში საგარანტიო ფონდის შექმნა, რომელიც გადაარჩენდა სამუშაო ადგილებსა და მცირე და საშუალო ბიზნესს. ჩვენ ასევე მათ გაზაფხულზე შევთავაზეთ, რომ გაკეთებულიყო ლარის კურსის დერეფანი და კიდევ შევთავაზეთ COVID-ის მართვის მექანიზმი. არცერთი ეს ინიციატივა შესრულებული არ არის. ბიძინა ივანიშვილო, გამობრძანდით და დებატები დავიწყოთ”, – განაცხადა პარტია “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად