მამუკა ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილმა ტყუილების ქვეყანა შექმნა

ბიძინა ივანიშვილმა ტყუილების ქვეყანა შექმნა, – ამის შესახებ მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ე. წ. ფულის გათეთრების საქმეზე მიმდინარეობს.

მისი თქმით,  ყველაფერს გააკეთებს თანაგუნდელებთან ერთად ამ ტყუილის დასამარცხებლად”

“ჩვენ პრაქტიკულად უკვე ტყუილების ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს ტყუილების ქვეყანა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ტყუილი სასამართლო, ტყუილი პროკურატურა, ტყუილი დიპლომი. მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ეს ტყუილი დავამარცხოთ ამ ქვეყანაში”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად