მამუკა ხაზარაძე: ბევრი პრობლემა გავიარეთ, მაგრამ საქმე არასდროს არავისთან დაგვილაგებია

„არასმართლებრივ ქვეყანაში ვცხოვრობთ და თვისობრივად ეს ყველაფერი შესაცვლელია“ – ამის შესახებ განცხადება თიბისი ჯგუფის დამფუძნებლმა მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში გააკეთა.

“ჩვენი საქმიანობა 1990-იან წლებში დაიწყო, ეს იყო ომის შემდგომი პერიოდი, მხედრიონის პერიოდი, განუკითახობის და კრიმინალის, ბევრი პრობლემა გავიარეთ, მაგრამ საქმე არასდროს არავისთან დაგვილაგებია.

პირნათელები ვიყავით ბიუჯეტის წინშე ყოველთვის და ეს იყო ჩვენი მთავარი ფარი და უფრო მეტს, უკან ვაბრუნებდით საზოგადოებაში ძალიან ბევრი სახით, სპონსორობა იქნებოდა, ქველმოქმედება თუ სხვა სოციალური პროექტები, რაც შეგვეძლო.

არ მინდა ციფრებზე ბევრი ლაპარაკი, ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია არის ნათელი, ვემსახურებით ქვეყანას და ვფიქრობ, შევეჭიდეთ უზარმაზარ პროექტს.

მათი მხრიდან იყო მუქარა, მუქარა დღესაც გრძელდება პოლიტოსების მხრიდან, რომლებიც გამოდიან და პროკურატურის ენით გვესუბრებიან და ბრალს გვხდებენ ჩვენ, წარმოუდგენელი რამეა.”,-განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...