მამუკა ხაზარაძე: ბ-ნო გახარია, მე თუ არ მიჯდები და რეალურად ესაა მიზეზი, მაშინ ბადრი ჯაფარიძეს მაინც დაუჯექი დებატებში, საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატია

“ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის და თბილისის მერობის კანდიდატ გიორგი გახარიას გადაცემაში “რეაქცია” გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში უპასუხა.

“ბატონმა გახარიამ ინგა გრიგოლიას ეთერში ჩემს უკვე მერამდენე შეთავაზებაზე- დამიჯდეს დებატებში, უპასუხა, რომ ჯერ მამუკა ხაზარაძემ მერობის კანდიდატად დააყენოს თავიო.
მესმის, რომ შიში აქვს პირისპირ დამიჯდეს დებატებში, მაგრამ იმას მაინც უნდა ხვდებოდეს, რომ მერის კანდიდატურა არაფერ შუაშია და ქალაქზე კი არა, ქვეყნის გაპარტახებაში მის მიერ მიღებულ მონაწილეობაზე უნდა ვესაუბრო,
P.S. ბ-ნო გახარია, მე თუ არ მიჯდები და რეალურად ესაა მიზეზი, მაშინ ბადრი ჯაფარიძეს მაინც დაუჯექი დებატებში, საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატია.” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, გადაცემაში ინგა გრიგოლიამ გახარიას უთხრა: “მამუკა ხაზარაძემ მომწერა, გაბედოს და დამიჯდეს დებატებში, რას ნიშნავს პოლიტიკიდან წავიდე? – რაზეც გახარიას პასუხი ასეთია:

“მამუკა ხაზარაძემ ჯერ გაბედოს და თავისი კანდიდატურა დააყენოს თბილისის მერობისთვის ბრძოლაში და მერე დავუჯდები”

კომენტარები
იტვირთება...