მამუკა ხაზარაძე: არჩევნებზე 25%-ზე მეტს ავიღებთ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უმეტესობა “ლელოს” უჭერს მხარს

არჩევნებზე 25%-ზე მეტს ავიღებთ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უმეტესობა “ლელოს” უჭერს მხარს, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, “ლელო” ახალი პარტიაა და ამომრჩეველი მას აკვირდება.

“მოდით შეთანხმდეთ, რომ ბოლო პერიოდის ყველა კვლევა აცდენილია… დროში, სივრცეში, რიცხვებში. ერთი რამე არ არის მხოლოდ აცდენილი, ეს არის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა. ეს არის ის ამომრჩეველი, რომლის უმეტესი ნაწილი დაუჭერს “ლელოს” მხარს. ჩვენ ვუყურებთ, რომ ეს იქნება 25%-ზე მეტი. მთლიანი შდეგი ჩვენ სწორედ ეს იქნება, რომ ჩვენ გვექნება 25%-ზე მეტი. ჩვენ ვართ ახალი პარტია და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გვაკვირდება ჩვენ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად