მამუკა ხაზარაძე: არ დავუშვებ არასდროს უსამართლობას! ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს!

” პრაქტიკულად დღეს გახარიამ მოახდინა თვითლურსტრაცია და აღიარა, რომ მართლმსაჯულების საკითხები წყდება მმართველი პოლიტიკური ძალის შეკრებებზე. ” – ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“ამაზე დიდი აღიარება პირველი პირისაგან, რომ მათ ვერ შეაჯერეს საკუთარი პოზიციები, დაეჭირათ თუ არა მელია, აღესრულებინათ თუ არა კანონი, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ “ქართული ოცნება” არის გაბანკროტებული… პრაქტიკულად მთელ ქვეყანას დაუდასტურეს, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიზირებული სასამართლო და პოლიტიზირებული პროკურატურა.
რაც შეეხება ჩვენი საქმის ამოღებას. მინდა გითხრათ, რომ ამის სულ არ მეშინია რადგან მე, რომ უკან დახევა მდომოდა არ შევიდოდი ამ ომში. არ მივატოვებდი 30 წლიან ჩემს ნამუშევარს, რომელშიც ძალიან წარმატებული ვიყავი ჩემს მეგობრებთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად. მე შევედი ამ ბრძოლაში, რადგან არ დავუშვებ არასდროს უსამართლობას! ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს!
რაც შეეხება ნიკა მელიას დაჭერა, არ დაჭერის თემას, ჯერ უნდა გამოიძიონ ის კორუფციული სქემები, რომლის მეშვეობითაც “ქართულმა ოცნებამ” მილიარდები ჩაიჯიბა და არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული.
დღეს “ოცნებამ” ჩემში ბოლომდე ლურსტრაცია განიცადა და პრემიერ მინისტრმა დაადასტურა, რომ ისინი მართავენ მოსამართლეებს. ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მოსამართლე რომელიც გუშინ მელიას საქმეს განიხილავდა, ასევე იყო ჩვენი საქმის მოსამართლეც. ” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...