მამუკა ხაზარაძე: ამოცანაა, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა

„კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ „ლელოს“ პოზიცია, რომ 5 პუნქტიდან 3 პუნქტს ეთანხმება „ლელო“, ისევე როგორც ოპოზიციის სხვა პარტიები, მსჯელობა გვქონდა დარჩენილ 2 პუნქტზე“.

ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ევროკავშირისა და საქართველოში აშშ- ის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც განხილული იყო მდგომარეობა, რაც ხდება ამ მოლაპარაკებების, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის გარშემო.

“კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ “ლელოს” პოზიცია, რომ 5 პუნქტიდან 3 პუნქტს ეთანხმება “ლელო”, ისევე როგორც ოპოზიციის სხვა პარტიები, მსჯელობა გვქონდა დარჩენილ 2 პუნქტზე. სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ, დეტალებში ვერ შევალთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ძალიან დიდი ყურადღებაა საქართველოს მიმართ, დიდი მცდელობაა, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში გადატვირთვა მოხდეს – ეს არის ამოცანა ახლა, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა. ოპოზიციის პარლამენტში შესვლას უნდა მოჰყვეს სერიოზული რეფორმები, რომლებიც დაეტყობა თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრებას და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ იმ არანორმალურ სიტუაციას, რაც არის სასამართლოში, რაც არის საარჩევნო სისტემაში და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი არის იმ ორი პუნქტიდან ერთ-ერთი. რა თქმა უნდა, ამ საკითხსაც შევეხეთ, დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ კიდევ ვიმეორებ არის საკმაოდ სერიოზული ძიება იმისა, რომ კრიზისი ისე გადაწყდეს, რომ საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული გადაიჭრას. სხვა კუთხით მე და ბადრი ჯაფარიძეს თემა და მიმართულება არ განგვიხილავს.
მმართველ გუნდთან ჩვენ შეხვედრა არ გვქონია. მე ვიცი, რომ ჩვენამდე იყო მათთან შეხვედრა. “ლელოს” ლიდერები ელჩებს პირისპირ ფორმატში შევხვდით”, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ Facebook -ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...