მამუკა ხაზარაძე: 20 ივნისი წყალგამყოფი იყო და ზუსტად ამ ფაქტის გამო გამოვედი

“ის ბოლო 30 წლის პერიოდი, რომლითაც ჩვენი ქვეყანა მთავარი მიზნისკენ მიდიოდა, ეს იყო ეროვნული მოძრაობა თავიდან, ეს იყო ყველაზე მთავარი რამ ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა”, – ამის შესახებ მოძრაობა “ლელოს” დამფუნებელმა მამუკა ხაზარაძემ “მთავარ არხს” განუცხადა, რომელიც პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე იმყოფება.

“მე დავინახე, რომ 20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, სადაც ამხელა ენერგია, სულისკვეთება, ამდენი ადამიანის ძალისხმევა, მსხვერპლი, ჩვენი დასჯა სამაჩაბლოთი და აფხაზეთით, ანუ ჩვენი თავისუფლება ამით დასაჯა რუსეთმა. 20-ში ეს იყო ბოლო წვეთი პირადად ჩემთვის. მე ზუსტად ამ ფაქტის გამო გამოვედი, იმიტომ რომ არც ბიზნესმენი ვარ თავისუფლების გარეშე, არც ინჟინერი, არც მეეზოვე და არც ნებისმიერი ქართველი. იმიტომ რომ ყველაზე დიდი იდეა ჩვენი ქვეყნის, უნდა იყოს ამ ქვეყნის გაერთიანება, რაც თავისუფლების გარშე არ ხდება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია, 94 დღეს კვლავ განახლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად