მამუკა კაციტაძე: “ნაცმოძრაობა” და “ოცნება” ერთმანეთს კოჭს უგორებენ სადაც საჭიროა

საქართველოში ბოლო 4 წელია ერთმანეთის სულის ბერვით და ხელი ხელს ბანს და ორივე ერთად პირსო ამ პრინციპით არსებობს ორი პოლიტიკური ცენტრი, ერთმა ოპოზიციის იარლიყი მოირგო, მეორე ხელისუფლების და ერთმანეთს უგორებენ კოჭს სადაც კი საჭიროა – ამის შესახებ "პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი მამუკა კაციტაძე აცხადებს. მისი თქმით, ივანიშვილი თუ მეტს ივლის რეგიონებში უკეთესი იქნება ოპოზიციისთვის. 

"ივანიშვილმა საკუთარ კრედიტებს და საკუტარ ნდობას მიხედოს, მან თავისი რეგიონ-რეგიონ სიარული არ შეწყვიტა, ჰგონია რომ ამით რეიტინგ ზრდის და მე მაგალითად მგონია, რომ ცოტა უფრო მეტი ინტენსივობით რომ იაროს ცოტა უფრო მეტი შეხვედრა რომ გამართოს კიდევ უფრო კარგი იქნება ოპოზიციისთვის, ანეგდოტებით თუ უანეგდოტოდ, თბილისში თუ ნარმანიასაც ჩართავს ამ სიარულით რაიონებში მთლად გადასარევი იქნება ოპოზიციისთვის. 

ესეც ოცნების ნაწილია რომ იძახონ ბურჭულაძემ კრედიტები გაანიავაო, იმიტომ რომ ერთი რამ არის მთავარი, რომ საქართველოში ბოლო 4 წელია ერთმანეთის სულის ბერვით და ხელი ხელს ბანს და ორივე ერთად პირსო ამ პრინციპით არსებობს ორი პოლიტიკური ცენტრი, ერთმა ოპოზიციის იარლიყი მოირგო, მეორე ხელისუფლების და ერთმანეთს უგორებენ კოჭს სადაც კი საჭიროა", – განაცხადა მამუკა კაციტაძემ "TV პირველთან". 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად