მამუკა კაციტაძე: გახარია კარგა ხნის დამთავრებულია, ის არის გალახული მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არის გალახული მინისტრი, – ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

“ჩემთვის გახარია კარგა ხნის დამთავრებულია. გასაგებია რომ თანამდებობაზეა, სავარძელში ზის, სტატუსში და ა.შ. ის არის გალახული მინისტრი, კარგად გაილახა ამ აქციაზე. ვისაც არ ეზარება კარგად აგინებს ისე, რომ პრეტენზია არავის აქვს.

გალახული მინისტრი შენახვა რაში სჭირდება ივანიშვილს ეს დასაფიქრებელია.რაღაცები ხომ არ აქვს კიდევ ბოლომდე შესაწმენდი. მისი საშველი უბრალოდ აღარ არის.

გახარიას აქვს მიდრეკილება ნაღმებზე აფეთქების.  ჯერ შს მინისტრი არ იყო და აფეთქდა ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენად ყოფნის პერიოდში ე.წ. ოქუაშვილის თემაზე. აი 4 თითის და რაღაცეებს რომ ყვებოდა იქ იჯდა გახარია, როგორც ბიზნესომბუდსმენი.

მერე ამას მოჰყვა, “მოდით დავიწყოთ ბოდიშით” ანუ ბასიანის თემა. ეს გახარიას აფეთქებული თემა იყო აფეთქდა იქაც გახარია. ხორავას ქუჩის საქმე, პანკისის საქმე, თიბისის საქმე, ანუ ამ კაცი მიდრეკილება აფეთქებების და კაცი პატრონი არ არის.

ამიტომ, გახარია თემა კვირის თემადაც კი არ მიმაჩნია, იმიტომ რომ ეს კაცია არის დამთავრებული”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად