A2 ბანერი
A2 ბანერი

მამუკა კაციტაძე: ამ ეტაპისთვის შუა გაიკრიფა, მაგრამ ძალიან მალე მოსაკრეფი იქნება

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის შუა გაიკრიფა, მაგრამ ძალიან მალე მოსაკრეფი იქნება.

ასე პასუხობს კაციტაძე “აიპრესის” კითხვას იმაზე, ე.წ. შუას გაძლიერებისთვის მუშაობის გაძლიერებას გეგმავენ რიგი ოპოზიციური პარტიები?

“რა თქმა უნდა. შუა გაიკრიფა ამ ეტაპისთვის, მაგრამ ძალიან მალე შუა იქნება მოსაკრეფი. როგორც ერთი, ისე მეორე პოლუსუსისადმი არათუ მიუღებლობა და აუტანლობაა, არამედ ზიზღი მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ ამას ძალიან მალე დავინახავთ. უბრალოდ ამას სჭირდება მეტი პოლიტიკური გონიერება პოლიტიკური პარტიების მხრიდან”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კითხვაზე თუ აქვთ ახლა რაიმე კონსულტაცია პარტიებს, პასუხობს, რომ ახლა ამის დრო არ არის.

“ახლა კონსულტაციების დრო არ არის. ახლა მეორე ტურია ჩასატარებელი, რომელიც ავად თუ კარგად უნდა დამთავრდეს. მთავარია, რომ დამთავრდეს მშვიდობიანად. შემდეგ კი, 2020 წლისთვის ჩემი აზრით დაიწყება ახალი პოლიტიკური ცხოვრება და სასურველია, რომ ახალი პოლიტიკური ცხოვრება არ განვითარდეს ძველი შეცდომებით”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მამუკა კაციტაძემ ასევე გვითხრა, რომ  „ახალი მემარჯვენეები“ მხარს მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერენ: “ოცნებას” დაღმართისკენ სვლაში ხელს არ შევუშლით, “ნაცმოძრაობას” პიკში ასვლაში არ დავეხმარებით”, – თქვა მამუკა კაციტაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები

კაციტაძე: “ოცნებას” დაღმართისკენ სვლაში ხელს არ…

„ჩვენ აბსოლუტურად შეგნებულად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციას ერთიანი…

მამუკა კაციტაძე: 28 სექტემბრის შემდეგ ვიტყვით, ვის დავუჭერთ მხარს საპრეზიდენტო…

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ მათ არ ეყოლებათ პარტიული კანდიდატი, მაგრამ…

მამუკა კაციტაძე: ეს არჩევნები ოლიმპიადას ჰგავს, სადაც მთავარი მონაწილეობაა!

„ახალმა მემარჯვენეებმა“ საპრეზიდენტო არჩევნების ოლიმპიადაში ჩვენი ადგილი ვერ მოვძებნეთ, - ასე…

მამუკა კაციტაძე: ამ ვითარებაში “ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატთან…

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ ცესკოს ოფიციალური მონაცემებით,…
კომენტარები
იტვირთება...