მამუკა კაციტაძე: ადამიანმა თუ მოგპარა ძალაუფლება, ის მერე ყველაფერს მოგპარავს

"ახალი მემარჯვენეების" წევრი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებეის შეტანა აისახება ადამიანების ყოვედღიურ ცხოვრებაზე. მისი განცხადებით, ხდება ძალაუფლების მოპარვა. 

"ყველა პრობლემა სათავეს იღებს იქ სადაც ხდება ხელისუფლების უფლების მოპარვა, ან ხელისუფლების მისაკუტრება და ძალაუფლების უზურპაცია. ამიტომ თუ თქვენ ყოველდღიური პრობლემები გაწუხებთ, იცოდეთ რომ თემა რომელზეც ახლა საუბარი მიმდინარეობს, არის იმ პრობლემების სათავე, რომელიც თქვენ გაწუხებთ. იმიტომ რომ ადამიანმა თუ მოგპარა ძალაუფლება, ის მოგპარავს მერე ყველაფერს. ხელისუფლების მოპარვას ვხედავ უკვე 28 წელია ნიშნებსაც და პრეცედენტებსაც, არა მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში", – განაცხადა მამუკა კაციტაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...