მამუკა გამყრელიძე: სტრასბურგის გადაწყვეტილება უფრო მძიმეა, ვიდრე მხოლოდ “რუსთავი 2”-ის დაკარგვა

როგორ შემოგვიტრიალდება ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ვიცით. პროპაგანდის თვალსაზრისით აუცილებლად იქნება შედეგები, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს:

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უფრო მძიმეა, ვიდრე მხოლოდ რუსთავი 2-ის დაკარგვა. გუშინდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ ირიბად სცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე, არ იყო გარანტირებული კერძო საკუთრება, სასამართლო არ იყო თავისუფალი და დღეს, ამ ხელისუფლების პირობებში ეს საკითხები მოგვარებულია.
აი რა მაფიქრებს და რას ვწუხვარ. როგორ შემოგვიტრიალდება ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ვიცით. პროპაგანდის თვალსაზრისით აუცილებლად იქნება შედეგები”, – წერს მამუკა გამყრელიძე Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად