მამუკა ჩარკვიანი: თბილისი წალეკა სიღარიბემ, ხალხს ერთმანეთი აღარ უყვარს

მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი "პრიორიტეტში" საუბრისას აცხადებს, რომ თბილის ძველი ერსახე აღარ აქვს. მისივე განცხადებით, ქალაქში პირველი პორბლემა სიღარიბე,ა ადამიანებს ლუკმაპური აღარ აქვთ და აქედან მომდინარეობს ძალიან ბევრი პრობლემა. 

"ქალაქი წალეკა სიღარიბემ, ეს არის ფაქტი. ხალხს აღარ უყვარს ერთმანეთი, არ იცის სად იშოვოს თავისი ლუკმა პური. რომელ ქალაქზეა ლაპარაკი. ის ქალაქი, ჩვენს დროინდელ ქალაქს რომ ვეძახდით, რომ აღარ გაქვს, ეს ფაქტია. 

ერთმანეთი აღარ უყვართ, ნაკლებად უყვართ. ხალხი დაღლილია ამ სიღარიბით. მე ამას ხაზს ვუსვამ. შეცვლილი აქვს იერსახე, აბსოლუტურად არ პასუხობს იმ მოთხოვნებს როგორიც უნდა იყოს შენი ქალაქი", – განაცხადა მამუკა ჩარკვიანმა. 

კომენტარები
იტვირთება...