მამუკა ბახტაძეს ტყუპები შეეძინა

საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძეს ტყუპები შეეძინა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზე ბახტაძის პრემიერობის დროს, მისი აპარატის ყოფილმა უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ დაწერა.

როგორც ჭოლაძე წერს, ახალშობილებს ანა და გიორგი დაარქვეს.

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი  იყო 2018 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის 2 სექტემბრამდე.

2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე მას საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა]. მინისტრად დანიშვნამდე იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი 2013 წლის აპრილიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე.

2010 წლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი. მამუკა ბახტაძე აგრეთვე არის „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად