მამუკა ბახტაძე: საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი

“ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მათ შეძლონ თავიანთი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება“,-ამის შესახებ პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ევროპელი პარტნიორები, ასევე ამერიკელი პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას.

„რაც შეეხება ანაკლიის პორტს, საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გადავაქციოთ რეგიონულ ჰაბად, მათ შორის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მიმართულებით, რომელიც ყველა განზომილებას მოიცავს.

რა თქმა უნდა, საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მათ შეძლონ თავიანთი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება.

ჩვენ ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღეთ იმაში, რომ როგორც ჩვენი ევროპელი პარტნირები, ასევე ამერიკელი პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...