ბახტაძე: ქართველებს და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები, ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო

ქართველებს და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

“ქართველებს და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო.  ეს იყო ძმათამკვლელი ომი და ეს საერთო ტკივილია, რომელიც ერთობლივად უნდა დავძლიოთ. დარწმუნებული ვარ, მშვიდობით და განვითარებით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას და საერთო წარმატებული ქვეყნის შექმნას. მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, 27 წლის წინ, 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...