მამუკა ბახტაძე: მოსკოვმა წარმატებას ვერ მიაღწია

„საქართველოში რუსეთის პროპაგანდა მნიშვნელოვანი საკითხია და არავის უკვირს, რომ რუსეთი ცდილობს, მოახდინოს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე და შეცვალოს პოზიცია, რომელიც ქართველ ხალხს ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ეხება", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯონ მაკკეინის სახელობის საერთაშორისო კონფერენციაზე „ფაინენშელ თაიმსის“ რედაქტორის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად მწვავედ დგას საქართველოში რუსული პროპაგანდის საკითხი.

თუმცა, პრემიერი დასძენს, რომ მოსკოვმა წარმატებას ვერ მიაღწია. 

"მიუხედავად ამისა, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან. ჩემი აზრით, უმთავრესი მაინც არის ეკონომიკა. ჩვენ უნდა შევამციროთ სიღარიბე და ეს იქნება საუკეთესო პასუხი გამოწვევაზე. სამწუხაროდ, სიღარიბე ხშირად ქმნის საუკეთესო ფონს და წინაპირობას ნაციონალიზმისა და ქსენოფობის აღმოცენებისთვის. რუსული პროპაგანდა ამ სისუსტეების გამოყენებას ცდილობს", – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, რუსული პროპაგანდის საპასუხოდ ქვეყანაში ეკონომიკის განვითრების ტემპი უნდა გაიზარდოს. ასევე, რეფორმა გასატარებელია განათლების სფეროში. 

"ჩვენ დღეს ფოკუსირებული ვართ ადამიანურ რესურსზე, რადგან ეს პირდაპირაა მიბმული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე და სიღარიბის აღმოფხვრაზე. დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის პროპაგანდა ვერასდროს მიაღწევს წარმატებს საქართველოში. თუ შეხედავთ უკანასკნელი არჩევნების შედეგებს, პრორუსული პარტიები ხუთ პროცენტზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უმრავლესობა მხარს უჭერს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად