მამუკა ბახტაძე: მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჭიათურელებს იმისთვის, რომ მათ დიალოგი აწარმოეს პოლიტიკოსების გარეშე

მინდა ამ ტრიბუნიდან დიდი მადლობა გადავუხადო ჭიათურელებს იმისთვის, რომ მათ დიალოგი აწარმოეს პოლიტიკოსების გარეშე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღაროელებთან მთავრობის ჩართულობით მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა.

„მინდა მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რომ მათ დიალოგი აწარმოეს იმ პოლიტიკოსების გარეშე, რომელთაც მხოლოდ პოლიტიკური დივიდენდის მიღება სურთ ასეთი  პროცესებისგან, სხვა არაფერი. ამ ხალხთან შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება. დიახ, ჩვენ ვიყავით ამაში ჩართული და კიდევ ერთხელ მსურს ამ ტრიბუნიდან ყველა ჭიათურელს გადავუხადო მადლობა. ეს არის სწორედ პასუხისმგებლიანი, სამოქალაქო დამოკიდებულება იმ საკითხების მიმართ, რომელიც ჭიათურაში მართლა არსებობს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...