მამუკა ბახტაძე: მასწავლებლების და მეცნიერების ანაზღაურება იქნება ღირსეული

პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, განათლების ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება უზრუნველყოფილი.

“ყველა რეგიონში აშენდება და მოხდება მასშტაბური რეაბილიტაცია ყველა სკოლის და ყველა ბაღის”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი ირწმუნება, რომ ყველა სასწავლო დაწესებულების (ბაღი, სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, უნივერსიტეტი) პედაგოგის და მეცნიერის ანაზღაურება გაიზრდება.

“მათი ანაზღაურება იქნება ღირსეული. რაც ჩემთვის მთავარია, პედაგოგის პროფესია უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

მისი თქმით, დაინერგება უახლესი სასწავლო მეთოდები და მოხდება პედაგოგების გადამზადება.

“ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული შეთანხმებები გაფორმებული ყველა წამყვან საერთაშორისო ექსპერტთან, რომელიც განათლების სექტორზე მუშაობს. შევცვლით მათ შორის იმ პროგრამებს და მიდგომებს, რომელიც დღეს ჩვენს სისტემაში გვაქვს.

ჩვენ დავნერგავთ ევროპულ სტანდარტებს და კრიტერიუმებს უნივერსიტეტებსა და პროსფესიულ სასწავლებლებში, რაც ნიშნავს რომ საქართველოში გაცემული დიპლომები და სერთიფიკატები, მათ შორის პროფესიული სასწავლებლების, იქნება აღიარებული ევროკავშირში, რაც საშუალებას მიცემს ყველა ახალგაზრადას, რომელიც გაივლის და მიიღებს განათლებას საქართველოში, დასაქმედეს მსოფლიოს ყველაზე წამყვან ქვეყნებში.

ჩვენ ამ ინიციატივით ვაპირებთ, საქართველომ დაიბრუნოს ის ისტორიული როლი, რომელიც ყოველთვის ჰქონდა და ის იყოს, ცენტრი განათლების და კულტურის, მთელ რეგიონში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...