მამუკა ბახტაძე გარემოსდაცვითი კონცეფციის – „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციას გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ახალ გარემოსდაცვით კონცეფციას – „მწვანე ეკონომიკას“ წარადგენს.

მთავრობის „მწვანე ეკონომიკის“ პოლიტიკა არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ცხოვრების ახალი წესი, რაც არაერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს. დეტალებზე პრემიერ-მინისტრი დღეს ისაუბრებს.

გარემოსდაცვითი მიმართულებით ქვეყანაში დღეს არსებული გამოწვევები, წლების განმავლობაში აღნიშნული სფეროს დერეგულაციამ გამოიწვია. სწორედ ამიტომ, მთავრობის მთავარი მიზანია, ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგოს და გამკაცრდეს გარემოსდაცვითი მართვის სტანდარტები.

გარემოსდაცვითი კონცეფციის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 27 ივლისს, 20:00 საათზე, სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლის“ ტერიტორიაზე გამართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად