მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პატივს სცემენ ამ ქვეყნის მომავალსა და კონსტიტუციას

მათთან, ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული და რომლებიც მოტივირებული არიან მუდამ, რომ გავიდნენ საქართველოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ბუნებრივია, დიალოგი არ იქნება, მათ კანონი გასცემს შესაბამის პასუხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მმართველი გუნდი საუბრობს მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოს მომავალს და კონსტიტუციას.

„ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, პასუხს გასცემს კანონი. კონსულტაციები გაიმართება ყველასთან. მათ შორის არსებობს შესაბამისი ფორმატი  პარლამენტში. დიალოგი შეეხება ყველას, როგორც პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალებს, ისე  პარლამენტის გარეთ მყოფ ოპოზიციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...