მამუკა არეშიძე: ჰესები არ აწყობთ იმ ქვეყნებს სამეზობლოში, რომელთაც დიდძალი ენერგეტიკული რესურსი აქვთ

ჰესები არ აწყობთ იმ ქვეყნებს სამეზობლოში, რომელთაც დიდძალი ენერგეტიკული რესურსი აქვთ, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ “ქრონიკასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მომგებიანი გეოგრაფიული მდგომარეობა აქვს და საჭიროა მისი კონტროლი.

“არ აწყობს იმ ქვეყნებს სამეზობლოში, რომელსაც დიდძალი ენერგეტიკული რესურსი აქვს და ურჩევნია თავისი ენერგეტიკული პროდუქტი მოგაწოდონ შენ და შენ იყო მათზე დამოკიდებული. საქართველოს აქვს მომგებიანი გეოგრაფიული მდგომარეობა. საჭიროა ამ გეოგრაფიული სივრცის კონტროლი. ზოგიერთი მეზობლის მიმართ”, – ამბობს არეშიძე.

კითხვაზე, შესაძლებელია მანიპულაცია მათგან მოდიოდეს? პასუხობს, რომ რასაკვირველა.

“შემსრულებელია საინტერესო, რომელც საქართველოში საკმაოდ რაოდენობით არის, როგორც სხვა ყოფილ რესპუბლიკებში. რომლებიც ფინანსდებიან ერთი შეხედვით უწყინარი პროფილური ორგანიზაციებისგან, რომელიც ევროპაშია განლაგებული”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...