მამისა და ბაბუას მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა 5000 ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ და 28 წლის გიორგი ოკინაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახედა პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ბრალდების ინფორმაციით, შვილმა მამას და ბაბუას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით – დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  გიორგი ოკინაშვილი პოლიციამ ორდღიანი ძებნის შემდეგ დააკავა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად