მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 24 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ფოთის სასამართლომ, საკუთარი მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 24 წლის მამაკაცს, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო და მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგონლობა აღკვეთ ღონისძიებად პატინრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

დაცვის მხარე კი მიიჩნევს,რომ საქმეში არ არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ადვოკატ ჯიტა გულიას განცხადებით, მოსამართლის დღევანდელ უსამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის ხობის პოლიციის თანამშრონლებმა, ნათესავის გაუპატიურების ბრალდებით 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ყოფილი სამხედრო დააკავეს. დაზარალებულის თქმით, მან სექსუალურად იძალადა საკუთარ ბიძაშვილზე.საქმის მასალების მიხედვით ინციდენტი ერთი წლის წინ მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად