მამაცაშვილი: მე და ნუგზარ ფოფხაძეს პირადი ცხოვრების ამსახველ ფირებთან კავშირი არ გვაქვს

"იმდენი ბოდვა და სისულელე ითქვა, რომ ჩემი მხრიდან პასუხის გაცემა არ იქნება სწორი", – ამის შესახებ სააგენტოს "რეპორტიორის" გენერალურმა დირექტორმა გიორი მამაცაშვილმა ტელეკომპანიას "იბერიას" გადაცემა "პრიორიტეტებში"  გიორგი ფარესაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. 

"არავითარო შეხება და კავშირი არც მე, არც ნუგზარ ფოფხაძეს პირადი ცხოვრების ამსახველ ფირებთან, არც გადაღებასთან არც დადგმასთან, არც მონტაჟთან, არც გავრცელებასთან, არც ატვირთვასთან არ გვქონია და არც გვაქვს.

ეს აღვირახსნილი კამპანია უნდა დასრულდეს და წერტილი უნდა დაესვას ყველა სიბინძურეს", – განაცხადა მამაცაშვილმა გადაცემა "პრიორიტეტებში"

ცნობისთვის, გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2013 წელს გავრცელდა.

ფარესაშვილი აცხადებს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში დაინტერესებული პირები თუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი, საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის“ 50% წილის მფლობელი ნუგზარ ფოფხაძე და სააგენტოს გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილს იყვნენ.

კონკრეტულ საქმეზე პროკურატურამ მოკვლევა უკვე დაიწყო. 

გიორგი ფარესაშვილი: ჩემი პირადი ცხოვრება როდის გადაიღეს, მამაცაშვილმა იცის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...