მამალაძე: ნუთუ შეიძლება ქრისტეს სახელით საპატრიარქო ადამიანებს ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევდეს?!

“თითქოს ჩემი ოჯახიც მითიური ამირანივით მიაჯაჭვეს კლდეზე და ყორანი ჯიგარს უკორტნის”-ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეკანოზ გიორგი მამალაძის, ძმა, თორნიკა მამალაძე წერს.

“დღეს ჩემი დაბადების დღეა. განსაკუთრებით მძიმედ ვხვდები ამ დღეს, ვინაიდან უფრო მეტად მიმძაფრდება უსუსურობის და უბედურების განცდა.

თითქოს ჩემი ოჯახიც მითიური ამირანივით მიაჯაჭვეს კლდეზე და ყორანი ჯიგარს უკორტნის. პათეტიკაში ნუ ჩამომართმევთ, გეფიცებით, ზუსტად ასეთი განცდა მაქვს.

სულ იმაზე მეფიქრება, ნუთუ შეიძლება იესო ქრისტეს სახელით მოქმედი ეკლესიის საპატრიარქო ადამიანებს ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევდეს?! როგორც ჩანს, შეიძლება!დღეს რაღაც მეტისმეტად ემოციურად აღვიქვამ ამ ყველაფერს. ალბათ იმიტომ, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა.”-წერს მამალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად