მამალაძე: ირანის ტიპის სახელმწოფოში ვცხოვრობთ და აიათოლა ოლიგარქთან ერთად მართავს საქართველოს ყველა სახელისუფლებო შტოს

ასე აფასებს “ციანიდის საქმეში” მსჯავრდებული დეკანო გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე თბილისის საქალაქო სასმაართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

“დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა მამა გიორგის საპყრობილედან დროებით სამკურნალოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. საპატრიარქოს და მთავრობის მიერ დამუშავებულმა მოსამართლემ ასეთი განცხადება გააკეთა სასამართლო სხდომაზე: მე ვთვლი, რომ ის ავად არის, მაგრამ დროებითი გათავისუფლების მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებო.
მოსამართლემ ვერ დაასაბუთა რატომ არ უშვებს სამკურნალოდ პარალიზებულ ადამიანს და უბრალოდ თქვა, რომ არ უშვებს. ეს ადასტურებს ინფორმაციას რომელიც რამდენიმე დღის წინ სანდო წყარომ მომაწოდა იმის შესახებ, რომ ამ დღეებში საპატრიარქოში მივიდა ეს მოსამართლე და პატრიარქს ესაუბრა რამდენიმე წუთის განმავლობაში. მეგობრებო, ირანის ტიპის სახელმწოფოში ვცხოვრობთ და აიათოლა ოლიგარქთან ერთად მართავს საქართველოს ყველა სახელისუფლებო შტოს. კორონაც მალე გაივლის…” – წერს თორნიკე მამალაძე.

შეგახსენებთ, მოსამართლის გადაწყვეტილებით “ციანიდის საქმეში” მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კვლავ პატიმრობაში რჩება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად