მამალაძე: გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, დეკანოზს ციანიდი შესაძლოა პირშიც ჰქონოდა

"მე როგორც ვიცი, გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით მას შესაძლოა პირშიც ჰქონოდა ეს ციანიდი, რადგან მე ის დახურული კონტეინერით მიტანას მთხოვდა", – ამის შესახებ "ციანიდის საქმის" "ოქროს" მოწმემ ირაკლი მამალაძე გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"რაც შეეხება იმას,თითქოს მანამდე იცოდა ვინმემ, რომ ციანიდი ჩანთაში იყო, ეს სრული აფსურდია, რომ ცოდნოდათ ჩანთაში ციანიდი იყო, მაშინ იქვე დააკავებდნენ როცა ჩანთას გაატარებდა.

მე როგორც ვიცი გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით მას შესაძლოა პირშიც ჰქონოდა ეს ციანიდი, რადგან მე ის დახურული კონტეინერით მიტანას მთხოვდა. როცა მამა გიორგი ამბობს, რომ პირზე ხელი ამაფარეს ისე მომიტაცესო, კი არ მოიტაცეს, პირის აპარატი დაუკავეს მას, რომ მას პირში არ ქონოდა ციანიდი", – განაცხადა ირაკლი მამალაძემ. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა 2017 წლის 5 სექტემბერს "ციანიდის საქმეზე"  საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, "2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.

გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა, ამავდროულად მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად.

გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება "ნატრიუმის ციანიდი“-ს შემცველი ფხვნილი. 2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გიორგი მამალაძე დაკავებულ იქნა, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი"

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...