მამაკაცმა ცოლს უგემური საჭმლის გამო ნეკნები ჩაუმტვრია

ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვორონეჟის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით, რუსული პორტალები ავრცელებენ.

42 წლის ქალი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვორონეჟის ოლქის ქალაქ გრიბანოვსკელ 53 წლის მამაკაცთან და მასთან ერთად ცხოვრობდა.
 
2019 წლის სექტემბრის ერთ დღეს ქალმა ჩვეულებრივ გაუმზადა საყვარელ მამაკაცს ვახშამი, რომელიც მას არ მოეწონა. უკმაყოფილების სიტყვიერად გამოხატვასთან ერთად მამაკაცმა ქალს ხელებით და ფეხებით, აგრეთვე დივნის საიდაყვე ხით და ტყავის ქამრით სცემა.
 
მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას დაუდგინდა ნეკნების ჩამტვრევა პნევმოთორაქსთან (გულმკერდის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმის შედეგად პლევრის ღრუში ჰაერის დაგროვება) ერთად .
 
ექიმების თქმით, ქალი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ სამედიცინო დახმარების დაგვიანებით აღმოჩენის შემთხვევაში მას სუნთქვა შეეკვრებოდა და გაიგუდებოდა.
 
სამართალდამცავებმა მამაკაცი მაშინვე დააკავეს და მან არ უარყო მომხდარი. სასამართლომ ქალის ცემისთვის, ადრე მკვლელობისთვის, კაცის ცემისთვის და საბრძოლო მასალის შენახვისთვის ნასამართლევ 53 წლის მამაკაცს, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად