მამაკაცი, რომლის გამოც ტრამპმა პრეს-კონფერენცია შეწყვიტა, თეთრ სახლთან ხალხის მოკვლით იმუქრებოდა

მამაკაცი, რომლის გამოც ორშაბათს ჩაიშალა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრიფინგი, თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხს მოკვლით ემუქრებოდა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

წყაროების თანახმად, საუბარია მერილენდის მკვიდრ 51 წლის ბეიზილ ბერიმანზე. ის თეთრი სახლის მახლობლად აშშ საიდუმლო სამსახურის ოფიცრებს მიუახლოვდა და აცნობა მათ, რომ მას იარაღი ჰქონდა. შემდეგ მან მოულოდნელად გადაინაცვლა სხვა თანამშრომლის მიმართულებით, თან რაღაც საგნის ამოღება დაიწყო. ამავე დროს, იგი ხალხის მოკვლის მუქარის შემცველ წინადადებებს ყვროდა.

საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი იძულებული გახდა ბერიმანისთვის ესროლა. როგორც ადრე გახდა ცნობილი, დაცვის თანამშრომელი და ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. AP-ს არ აქვს მონაცემები იმის დასადასტურებლად, რომ ეჭვმიტანილს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

ორშაბათს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოულოდნელად შეწყვიტა პრეს-კონფერენცია, დაწყებიდან დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ. საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი პრეზიდენტს მიუახლოვდა, რის შემდეგაც დონალდ ტრმპმა დაცვის თანამშრომლებთან ერთად დატოვა დარბაზი. დაბრუნებისთანავე ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა ინციდენტის შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად