მამა თეოდორე: მეუფე შიოს მოსაყდრედ გამოცხადება დადებითი მოვლენა საქართველოს ეკლესიაში

მამა თეოდორე გიგნაძე მეუფე შიოს პატრიარქის მოსაყდრედ დანიშვნას მიესალმება და აცხადებს, რომ მეუფე შიო საყოველთაო ნდობას, სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებს.

"მეუფე შიოს მოსაყდრედ გამოცხადება, ეს იყო უაღრესად დადებითი მოვლენა საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიაში იმის გამო, რომ მეუფე შიო საყოველთაო ნდობას, სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებს მისი პიროვნებიდან გამომდინარე",- აღნიშნა მამა თეოდორემ.

მეუფე შიო მუჯირი საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის მოსაყდრედ დაასახელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად