მამა თეოდორე გიგნაძე: ნებისმიერი ხელისუფლება ღვთისგან დადგენილია და მისადმი ურჩობა არის ღვთის განგებისადმი ურჩობა (ვიდეო)

ამი შესახებ თბილისის ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, მამა თეოდორე გიგნაძე ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო – მიმართვაში აცხადებს, სადაც ის ასევე საუბრობს საპატრიაქროსა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ.

“ჩვენ ჩვენი განწესება გვაქვს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო რეგულაციებს, თუმცა თუ სახელმწიფო რეგულაციები შეიცვლება, ჩვენ გავითვალისწინებთ ამასაც.

ისმის საყვედურები, თითქოს ჩვენ ხშირად ვახსენებთ, რომ ჩვენ ხელისუფლებას უნდა დავემორჩილოთ და თითქოს ეს არაქრისტიანულია. ზოგადად, მორჩილება ქრისტიანული სულისკვეთებაა. ნებისმიერი ხელისუფლება ღვთისგან დადგენილია და მისადმი ურჩობა არის ღვთის განგებისადმი ურჩობა, თუკი ხელისუფლება ქრისტეს უარყოფას არ მოითხოვს.

მაგრამ ამ შემთხვევაში, და ჩვენ ამას ვხედავთ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც, ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, იგი უფრთხილდება მოსახლეობას, მათ შორის, ჩვენც, რამეთუ ის ვირუსული დაავადება, რომელმაც პანდემიის სახე მიიღო მთელ მსოფლიოში და ჩვენთან, მადლობა ღმერთს, მას ეს სახე ჯერ არ მიუღია, რომ არ შეეწირონ ჩვენი მოქალქეები, ჩვენი სისხლი და ხორცი, მითუმეტეს ასაკოვანი ადამიანები. ამიტომ ეს მორჩილება, სწორედ ის მორჩილებაა, რომელსაც წმინდა წერილი გავავლდებულებს, კერძოდ პავლე მოციქული და ის სული, რომელიც ეკლესიაშია”-განაცხადა თეოდორე გიგნაძემ.

ჯვართამაღლების ტაძრის გადაწყვეტილება "ვნების შვიდეულთან" დაკავშირებით

მამა თეოდორეს მიმართვაჯვართამაღლების ტაძრის გადაწყვეტილება "ვნების შვიდეულთან" დაკავშირებით."განსაკუთრებულ პერიოდში შევდივართ. მოგეხსენებათ, დღეს იერუსალიმში დიდებით შესვლის დღეა უფლისა და გილოცავთ; ხვალ კი ვნების შვიდეული იწყება და სულიერი და შინაგანი ბრძოლის თვალსაზრისით განსაკუთრებული დღეებია ყველა ქრისტიანისთვის. ამავე დროს ემთხვევა ის, რომ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, პანდემიის აზვირთების მძიმე პეროდი გველის. აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც ქრისტიანებმა, სასულიერო პირებმა, მრევლის წევრებმა (შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჩვენი ბრძოლის მეთოდები გვაქვს) გადავწყვიტეთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან, კერძოდ „პანტანასას“ ხატთან, იცით, ათონის, ვატოპედის მონასტრის ცნობილი ხატი, აღესრულოს 24 საათიანი მსახურება, ოღონდ ყველა იმ რეგულაციის დაცვით, რომელსაც ხელისუფლება ითხოვს: თითოეული ადამიანი ტაძარში შევა მარტო და იესუს ლოცვითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მოხმობით, 1 საათის განმავლობაში ილოცებს ამ ხატის წინაშე. რაც შეეხება, კომენდანტის საათს: ჩვენ ყოველდღიური მსახურებები გვაქვს და შესაბამისად, ამ მსახურებას კომენდანტის საათის პერიოდში, აღასრულებს ის მღვდელი, რომლის მორიგეობაც იქნება (რომელიც ტაძარში რჩება ღამის განმავლობაში).გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ გვაქვს კავშირი ემიგრანტებთან, მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს – დაავადებულია ან ექიმი. უამრავი სახელი გვაქვს მათი, რომელთაც მოვიხსენებთ ამ მსახურებების დროს 24 საათის განმავლობაში და ეს იქნება ერთგვარი სულიერი კავშირი ჩვენს სისხლისმიერ და ხორციელ ძმებთან და დებთან, რომლებიც უცხოეთში არიან ამ ქარცეცხლში. ამასთან ერთად, ხატის წინაშე მოვიხსენებთ იმ ადამიანთა სახელებს, რომლებიც საქართველოში არიან ინფიცირებულები და ასევე ექიმებს, რომლებიც საქართველოში თავიანთი სიცოცხლის ფასად იბრძვიან ამ ეპიდემიის წინააღმდეგ. ამ ხატის შესახებ მსურს, ორი სიტყვით გითხრათ: შეიძლება ითქვას, რომ იგი ღვთისმშობლის სასწაულია ჩვენთვის მოვლენილი – პირადად ჩემთვის და ჩვენი სამრევლოსთვის. ის პირადად ჩემი ხატია და იმყოფება იქ, სადაც მე ვცხოვრობ ტაძარში. „პანტანასას“ ღვთისმშობლის ხატი სასწაულებრივად მოვიდა ჩემთან და ბევრი რამ შეცვალა ჩვენი სამრევლოს ლიტურღიკულ ცხოვრებაში და პირადად ჩემს სულიერ ცხოვრებაში, რომელიც ასევე არაა ჩემი და ეკუთვნის ჩვენს სამრევლოს. ასე რომ, ეს ხატი უძვირფასესია ჩვენთვის – ღვთისმშობლის მყოფობაა ჩვენთან. ამიტომ ვსასოებთ, რომ ღვთისმშობელი შეისმენს ჩვენს ვედრებას ამ მძიმე დროს, როდესაც ვეცდებით, ვილოცოთ ჩვენი ერისთვის, ჩვენი ეკლესიისათვის და თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელსაც მოვიხსენებთ.ითქვა ერთი რამ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გარკვეული განწესება, რომელიც ამ შემთხვევაში ითვალისწინებს სახელმწიფო რეგულაციებს. თუმცა, თუ სახელმწიფო რეგულაციები კვლავ შეიცვლება, ჩვენ შესაბამისად გავითვალისწინებთ ამასაც.შენიშვნის სახით უნდა ითქვას, რომ ჩვენს მიმართ არის ხოლმე საყვედურები: რომ თითქოს ხშირად ვახსენებთ იმას, რომ ხელისუფლებას უნდა დავემორჩილოთ და თითქოს ეს რაღაც არაქრისტიანულია. პირიქით, ხელისუფლებისადმი მორჩილება და ზოგადად მორჩილება არის ქრისტიანული სულისკვეთება. ეს ძალიან კარგად ჩანს სახარებაშიც და პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს რომაელთა მიმართ ეპისტოლის 13-ე თავში, რომ ნებისმიერი ხელმწიფება ღვთისგან არის დადგენილი და მისდამი ურჩობა ღვთის განგებულებისადმი ურჩობაა. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ხელისუფლება ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას. მაგრამ ამ შემთხვევაში, არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში, ხელისუფლება ჩვენგან ქრისტეს უარყოფას არ ითხოვს, არამედ უფრთხილდება მოსახლეობას (მათ შორის ჩვენც, რამეთუ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქენი ვართ), რომ იმ ვირუსულ დაავადებას, რომელმაც პანდემიის სახე მიიღო მთელ მსოფლიოში და რომელსაც ჩვენთან, მადლობა ღმერთს, ეს სახე არ მიუღია, არ შეეწირონ ჩვენი თანამოქალაქენი, ჩვენი სისხლი და ხორცი, მითუმეტეს ასაკოვანი ადამიანები. ამიტომ, ეს მორჩილება სწორედ ის მორჩილებაა, რომელსაც გვავალდებულებს წმინდა წერილი, კერძოდ პავლე მოციქული და ზოგადად ის სული, რომელიც ქრისტეს ეკლესიაშია. გარდა ამისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ საპატრიარქოს რეგულაციებსაც იმიტომ, რომ ეკლესიის წიაღში ვმოქმედებთ და ეკლესიის გარეთ მღვდელი აღარ არის მღვდელი, ერის ადამიანი აღარ არის მრევლის წევრი. რაც შეეხება აღდგომის საკითხს, ეს არის ის თემა, რომელსაც არკვევენ საპატრიარქო და ხელისუფლება და ჩვენც ველოდებით მათგან პასუხს.ქრისტემ დაგლოცოთ. დაგვიფაროს უფალმა ამ განსაცდელის ჟამს და მოგვცეს შინაგანი რესურსი იმისა, რომ არაფერმა გარეგანმა არ დაგვაშოროს სიყვარულსა ქრისტესა. ამინ."

Posted by ჯვართამაღლების ტაძარი – Jvartamaghleba Church on კვირა, 12 აპრილი, 2020

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად