მამა შალვა: “ჟურნალისტებო, ექიმებო, პოლიტიკოსებო… შეეშვით ზიარების საიდუმლოს!!!”

ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარის წინამძღვარი მამა შალვა (კეკელია) სოციალურ ქსელში წერს.

“სანამ ეს ქვეყანა არსებობას არ შეწყვეტს, ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთი კოვზით წმიდა ზიარების მიღებას არ შევწყვეტთ. ურწმუნოებო, მცირედმორწმუნეებო, “თეოლოგებო”, ჟურნალისტებო, ექიმებო, პოლიტიკოსებო… შეეშვით ზიარების საიდუმლოს!!! სანამ უფრო დიდი სასჯელი არ დაგვატყდა თავს! ნუ გამოცდით ღმერთს!!!” – წერ მამა შალვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად