მამა შალვა: მეუფე პეტრე პატრიარქს ებრძოდა, ვინც მას გვერდში დაუდგება, ერის მოღალატეა

“მე ვიცოდი რომ მეუფე პეტრე არ ებრძოდა პრობლემებს, ის ებრძოდა საქართველოს პატრიარქს”,-ამის შესახებ, დეკანოზმა, მამა შალვა კეკელიამ “იმედის” ეთერთში განაცხადა.

“მე ვიცოდი რომ მეუფე პეტრე არ ებრძოდა პრობლემებს, ის ებრძოდა საქართველოს პატრიარქს. ის აპირებდა პატრიარქისთვის ეს დაებრალებინა. ეს ადამიანი ამას აპირებდა, ეს დავალება ეშმაკისგან იყო მიცემული. ეშმაკმა დაავალა რომ ერი ეკლესიიდან გაიყვანოს.

რაც ამდენი ხანი შემოკრიბა პატრიარქმა, ქუჩა-ქუჩა, ამ ადამიანის განცხადებამ, ხალხი ეკლესიიდან გაიყვანა.

ეს არის ერის სირცხვილი. რომელი ერიც ამას აპატიებს ის იქნება მთელი ჩვენი ქვეყნის სირცხვილი.

ადამიანები, ვინც ამ დროს მეუფე პეტრეს გვერდში დაუდგებიან ერის მოღალატე, ერის მტერი და საქართველო ღალატია. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება, ეს არის სირცხვილი. “,-ამბობს მამა შალვა კეკელია.

შეგახსენებთ, საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა.

ასევე, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად