მამა შალვა: სასულიერო პირებს არ სჯერათ ღმერთის, მათთვის ღვთისმსახურება შემოსავლის წყაროა

ალბათ, ბევრჯერ გინახავთ მღვდლებს, ადამიანები საკურთხელევში შეჰყავთ და ევაჭრებიან, ფული დამიმატეო”,-ამის შესახებ, დეკანოზმა, მამა შალვა კეკელიამ საკვირაო ქადაგებაზე ბრძანა.

“მე ვიცოდი (მეუფე პეტრეს) მისი მდგომარეობა. ვიცოდი რასაც ამზადებდა, ამიტომაც თავიდანვე დავუპირისპირდი ამ ადამიანს. მას ეს ჰქონდა განზრახული წლების წინ, რომ ეს ეთქვა პატრიარქზე.

ეს იყო მისი მიზანი. განა ის რომ ეკლესიაში პრობლემები გამოსწორებულიყო. ეს მისი მიზანი არ ყოფილა. პრობლემები ეკლესიაში იყო ის რომ ეპისკოპოსი გახდა, მაშინაც იყო პრობლემები ეკლესაში, მანამდეც იყო და ხვალაც იქნება.

იქნებიან სასულიერო პირები, რომლებიც არიან პრობლემატურები, რომლებსაც არ სჯერათ ღმერთი. სამწუხაროდ, სასულიერო პირებს არ სჯერათ ღმერთის, მათთვის ღვთისმსახურება შემოსავლის წყაროა. ალბათ, ბევრჯერ გინახავთ მღვდლებს, ადამიანების საკურთხელევში შეჰყავთ და ევაჭრებიან ფული დამიმატეო”,-ამბობს მამა შალვა კეკელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად