მამა შალვა: პატრიარქმა მოგვცა მაგალითი, როგორ დავითმინოთ განსაცდელი, დამცირება (ვიდეო)

” ჩვენ პატრიარქმა მაგალითი მოგვცა, თუნდაც, როგორ უნდა დავითმინოთ განსაცდელი, როგორ უნდა მოვითმინოთ დამცირება, ყვედრება”,-ამის შესახებ, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის დეკანოზმა, მამა შალვა კეკელიამ საკვირაო ქადაგებაზე ბრძანა.

” ჩვენ პატრიარქმა მაგალითი მოგვცა, თუნდაც, როგორ უნდა დავითმინოთ განსაცდელი, როგორ უნდა მოვითმინოთ დამცირება, ყვედრება. წარმოიდგინეთ, ვინც აქცია პატრიარქმა კაცად, თავისი ხელით დაუძახა, გვერდით დაიყენა, ჯერ ბერად აღკვეცა. მღვდლა აკრუთხა, ეპისკოპოსად აკურთხა, წამოიდგნიეთ შვილივით გაზარდა. ყველაზე დიდი ეპარქია ჩააბარა. ჭყონდიდის ეპარქია. ყველაფერი მისცა ამ ადამიანს (მეუფე პეტრეს). ეს ადამიანი გამოდის და ლანძღავს, თან როგორი სიტყვებით?! მაგრამ გაგიგიათ პატრიარქისგან, მასზე რამე ეთქვას?!-არა.

წარმოიდგინეთ, რამხელა მაგალითი მოგვცა, რომ ადამიანმა ასეთი რღაცეები იკადრა და ხმა არ ამოუღია. ერთდერთი რამ უთხრა სინოდის სხდომაზე ” რა კარგ იყავი რომ მოხვედი და რა დაგემართაო”-ამბობს მამა შალვა.

შეგახსენებთ, სინოდმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე პეტრემ თქვა, “ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის”.

“საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი – ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის”, – განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად