მამა შალვა: მზად ვარ ციხეში ჩამსვან, დამიჭირონ, ვიდრე აღდგომას წირვაზე არ წავიდე!

” აღდგომა არის ყველა ქრისტიანისთვის”-აღნიშნა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვამ.

“ის, რომ ადამიანებს ვუთხრათ, წირვაზე არ მოვიდნენ და არ ეზიარონ, პირიქით, ასეთ დროს უფრო ხშირად ეზიარებიან ადამიანები. აღდგომა დღეს რაც შეეხება, მე რომ მაგალითად მღვდელი არ ვიყო და ერის კაცი ვიყო, აღდგომა დღეს წირვას ვერ გავაცდენ, სულ რომ სიკვდილი მემუქრებოდეს, მე ვერასოდეს ვერ დავთმობ ეკლესიას.

აღდგომა დღეს სახლში ვერ დავრჩები. აღდგომა არის ყველა ქრისტიანისთვის. მირჩევნია მოვკვდე ხორციელად, ვიდრე აღდგომა დღეს წირვაზე არ წამოვიდე,” – აღნიშნა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად