მამა შალვა: მეუფე პეტრეს მიზანია საქართველოს პატრიარქი მოკვდეს და მისი 42-წლიანი მოღვაწეობა განადგურდეს

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიზანია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოკვდეს – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

“მე ორი წლის წინ განვაცხადე, როდესაც მეუფე პეტრე ადანაშაულებდა საპატრიარქოს, რომ მას მართავდა შორენა. მე მაშინ გითხარით, მას შორენა არ აინტერესებს, მას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოკვდეს. ანუ, მისი ეს 42-წლიანი მოღვაწეობა განადგურდეს. მან თავის სიტყვაშიც ახსენა, რომ პატრიარქის მოღვაწეობა იყო მითი. მოგონილი, ტყუილი”, – განაცხადა მამა შალვამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად