მამა შალვა კეკელია სააღდგომო ლიტურგიაზე: სიტყვები უკან მიმაქვს

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს რომ ემორჩილება საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევას და რა განცხადებაც მან გუშინ სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გააკეთა, მისი პირადი აზრი იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით მან განმარტება “ფორმულასთან” გააკეთა.

მამა შალვა კეკელიამ, რომელმაც “ფორმულასთან” ინტერვიუში მანამდე განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას მრევლი შეძლებს, თავის სიტყვები უკან წაიღო და აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით საპატრიარქო მიიღებს. კერძოდ, მამა შალვამ მანამდე აღნიშნა, რომ მოქალაქეები ეკლესიაში 21:00 საათამდე შეძლებენ მისვლას, და ტაძარს 06:00 საათის შემდეგ დატოვებენ.

“გვითხრეს, თუ დისტანციას დაიცავთ ტაძრის ეზოში, მე პირადად ვემორჩილები საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევას. პატრიარქი როცა მაკურთხებს, მე იმ კურთხევის ქვეშ ვარ. ეკლესიას ჩემთვის არ უთქვამს და არც სახელმწიფოს არ უთქვამს. საუბარი იყო იმაზე, თუ ეკლესიები წესებს დაიცავენ, დისტანცია იქნება დაცული, პრობლემა არ იქნება. დისტანცია ყველანაირად დაცულია. რაც თქვენთან [ფორმულასთას ეთერში] განვაცხადე, ეს სიტყვები უკან მიმაქვს. ეს იყო უბრალოდ ჩემი აზრი. საპატრიარქო როგორც გვაკურთხებს, იმ ლოცვა-კურთხევის მიხედვით მოვიქცევი”, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად