მამა შალვა კეკელია: პატრიარქმა გვითხრა, რომ თუ არ ვისწავლით ერთმანეთის სიყვარულს, მეორედ მოსვლა ძალიან მალე დადგება

“ყველა წმიდა მამა ცდილობდა, ადამიანი დაეფიქრებინა იმაზე, რომ შენი ამქვეყნიური ცხოვრება, ყოველ წამს შეიძლება დამთავრდეს”–ამის შესახებ, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის დეკანოზმა, მამა შალვა კეკელიამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“წმინდა მამები ყოველთვის საუბრობდნენ იმაზე, რომ ახლა ბოლო ჟამია. ეს იყო პირველ საუკუნეშიც, მეორეშიც, მესამეშიც… ეს არის ქრისტიანული სწავლება და რატომ? იმიტომ რომ ყველა წმინდა მამა ცდილობდა, ადამიანი დაეფიქრებინა იმაზე, რომ შენი ამქვეყნიური ცხოვრება, ყოველ წამს შეიძლება დამთავრდეს.

დიახაც, პატრიარქმა იქადაგა რომ მეორედ მოსვლა, დღეს, შეიძლება ხვალ იყოს. რამენიმე დღეშიო. ეს ნიშნავდა იმას რომ პატრიარქმა გვითხრა, თუ ჩვენ არ დავფიქრდებით, თუ არ ვისწავლეთ ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის გატანა, ეს მეორედ მოსვლა ძალიან მალე დადგება თითოეული ჩვენგანისთვის”,-ამბობს მამა შალვა კეკელია.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა : “შეიძლება მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე დარჩა”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად