მამა შალვა კეკელია: ჩვენი სახელმწიფო ოჯახისგან შედგება, მნიშვნელოვანია ამ დღის დაცვა

“დღეს ოჯახის სიმტკიცის დღეა, მნიშვნელოვანია ამ დღის დაცვა”,-ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ “აიპრესთან” ოჯახის სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

“დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. ხედავთ, ხალხი როგორი ბედნიერი და გახარებულია დღევანდელი დღით. დღეს არის ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდისა და სიმტკიცის დღე. ჩვენი სახელმწიფო ოჯახისგან შედგება, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის დაცვა და გააზრება იმისა, თუ რა არის ჩვენი ოჯახი”,-განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღეს მასშტაბური მსვლელობით აღნიშნავს. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისსაც გადაიხდის, რის შემდეგაც სამების საკათედრო ტაძრის ეზოში კონცერტი გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად