მამა შალვა: ეშმაკის დღეები დათვლილია, ძალიან სწრაფად დადგება მეორედ მოსვლა (ვიდეო)

“ყველა არჩევანის წინაშე დადგებით”-ამის შესახებ, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღოლმა, მამა შალვა კეკელიამ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

“ეშმაკის დღეები დათვლილია, ძალიან სწრაფად მოვა ეს დრო, ძალიან სწრაფად დადგება მეორედ მოსვლა. დამთავრდება ეს ყველაფერი. დამთავრდება მაგრამ, თითოეული თქვენგანის რწმენაც გამოჩნდება.

როგორი მორწმუნეები ხართ, ენდობი თუ არა ღმერთს, გიყვართ თუ არა ღმერთი. ყველა არჩევანის წინაშე დადგებით. დაგიყენებენ არჩევანს პურის ან ქრისტეს წინაშე.

ადამიანი აირჩევს ან ხორციელ ცხოვრებას, ან სულიერ ცხოვრებას”-ამბობს მამა შალვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად