მამა შალვა: ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა 2004 წელს დაიწყო

“ეს ყველაფერი არის გაგრძელებ, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა 2004 წელს დაიწყო , მაშინაც ითხოვდნენ პატრიარქის გადაყენებას, მაშინაც ჰყავდათ მათ ეკლესიაში მომხრეები, მაშინაც ჰყავდათ სასულიერო პირები მათი მომხრეები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ პატრიარქს, როგორც ახლა. ეს ბრძოლა ახლა კი არ დაიწყო, მეუფე პეტრემ კი არ დაიწყო, ეს ბრძოლა მოდის და მას თავისი წარსული აქვს”- ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

„2004 წელს სტუდენტი ვიყავი, მაშინ აკადემიის წინააღმდეგ მოძრაობა დაიწყო, პატრიარქს ადანაშაულებდნენ. სასულიერო აკადემიაში 24 კაცი მოძებნეს, რომლებმაც გაზეთ “24 საათში”, რომელსაც გიგა ბოკერია და გიგი უგულავა მართავდნენ, დაწერეს წერილი ეკლესიის წინააღმდეგ.

2004 წელს, როდესაც გაზეთი აუჯანყდა საქართველოს პატრიარქს და სასულიერო სემინარიას, დღეს მათგან ნაწილი თეოლოგებად გვევლინებიან, როცა უცხოეთიდან გვერთვებიან – ეს 24 სტუდენტია.

მათ შორის ჩვენი მეგობრებიც იყვნენ, რომლებმაც დატოვეს ეს 24 კაცი და გვეუბნებოდნენ, რომ ესენი ყოველდღე ბოკერიასთან იკრიბებოდნენ და ბოკერია პირადად აძლევდა მითითებებს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რა გაეკეთებინათ და როგორ უნდა შემოეტანათ შფოთი ეკლესიაში. მერე ეს სტუდენტები, რომლებიც ბოკერიასთან ბოლომდე დარჩნენ, ყველა უცხოეთში გაიგზავნა, ყველამ განათლება ევროპაში მიიღო. ანუ, მათ პირობა ჰქონდათ, თუ ესენი ასე მოიქცეოდნენ, ფინანსურადაც უცხოეთში სასწავლებელს მოუწყობდნენ და ყველა მათგანი დღეს სწავლობს უცხოეთში.

ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიან დღეს, რაც ძალიან ცუდია, არ შეიძლება მღვდელი, რომელიმე პოლიტიკურ მხარეს იყო, ან „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ქართული ოცნების“. მღვდელი „ისტი“ არ უნდა იყო, ქრისტეს მხედარი უნდა იყო. მე არასდროს არც ერთი პარტიის მხარეს არ ვდგავარ. ყოველთვის ვიდექი ქრისტეს მხარეს, მაგრამ ჩემი შეხედულება მქონდა, ამ მთავრობასთანაც მაქვს ჩემი პრეტენზია, იმ მთავრობასთანაც მქონდა”, – განაცხადა შალვა კეკელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად